მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში დღეს მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე შეხვდა, ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ვიზუალური შეფასებით ზუსტად იგივეა რაც წინა დღეებში იყო.
დღესვე საავადმყოფოში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე.