03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა" რუსეთთან არის გარიგებული,“ - აქცია პარტიის ოფისთან

"ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პროკურატურისგან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას და 2008 წელს ომის პერიოდში მისი ქმედებების გამოძიებას ითხოვდნენ.  

აქციის მონაწილეები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ.

აქციის მიმდინარეობისას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 

დღის ამბები