15 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა - ილია დარჩიაშვილი 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა:

"ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს," - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი "ტვიტერზე". 

დღის ამბები