03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
"ჰერმესიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

სარიტუალო კომპანია "ჰერმესიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ჯიქიას განმარტებით, ის ალექსანდრე მარგიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანების გაპროტესტების შემდეგ მოხსნეს სამსახურიდან. ამ ბრძანებით კი "ჰერმესის" ახალ დირექტორს მიხეილ ძაგანიას და მის სამ მოადგილეს ერთი წლის განმავლობაში ხელფასი 100%-ით გაეზარდათ.

”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი" ზაზა ხატიაშვილი ირაკლი ჯიქიას გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მისი თქმით, ჯიქია სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 100%-იანი სახელფასო დანამატების მხოლოდ 4 თანამშრომელზე გაცემა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ დანამატი  ყველა თანამშრომელზე უნდა გადანაწილებულიყო. 

დღის ამბები