ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს - "დროას" ლიდერი რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და სურს საკითხი ნეიტრალურმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლონ. ხოშტარია დოკუმენტების საჯაროობაზე საუბრობს.
"ყველაფერი არის საჯარო და ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი. ასევე, ამ მემკვიდრეობით მიღებული 25 წლის განმავლობაში თანხების ფაქტი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნულოვანი მაქვს ნდობა ხელისუფლების მიმართ, მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას და უკვე მაქვს კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნეიტრალურთან, რომ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, ჩემი ოჯახის ანგარიშები იქნება თუ დოკუმენტები, ყველაფერი შეისწავლონ და გაასაჯაროონ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.