15 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა" - იაგო ხვიჩია აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს არ იზიარებს

მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ორი მთავარი მოთხოვნის შესრულებისთვის ერთ კვირიანი ვადა დაადგინა - პრემიერ-მინისტრის გადადგომა და მთავრობის ახალი შემადგენლობა.

ის, რაც მოძრაობამ ქვეყნის მთავარი გამზირიდან მოითხოვა, არაკონსტიტუციურად შეაფასა მმართველმა გუნდა. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მოთხოვნებს იზიარებს, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნები არასერიოზულია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისის განმუხტვის პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებშია.

"ჩემი აზრით ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა.

რამ შეიძლება განმუხტოს ის კრიზისი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში? ჩემი აზრით, არაფერმა, გარდა არჩევნებისა. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც შეიძლება ახალი კონსტრუქცია დალაგდეს ამ გვერდზე კაბინეტში, მაგრამ ამ არჩევნებს რომ აზრი ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები არ ჩავატაროთ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემით," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები