უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკა და სასურსათო კრიზისი - სწორედ ამ თემებზე იმსჯელებენ დიდ შვიდეულზე.
გერმანიაში ლიდერები იკრიბებიან. შვიდი ქვეყნის ლიდერებს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან. "როიტერსის" პროგნოზით, ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდებიან.