15 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
დეპოლარიზიაცია თუ კონფრონტაცია - ვინ უერთდება მოძრაობის "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს ოპოზიციიდან

დეპოლარიზაცია ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ევროინტეგრაციის გზაზე. ოპოზიცია თვლის, რომ საკითხზე მუშაობა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შესაძლებელი.  რამდენიმე დღეში იწურება ერთკვირიანი ვადაც, რომელიც 24 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე, შეკრების ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს მისცეს. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

"ქართული ოცნება" დიალოგისთვის მზად არის, თუმცა წამოყენებულ მოთხოვნებს და ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებს. მათი განმარტებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" უერთდება ყველა მოთხოვნას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ეშინოდეს ხალხის და ნელ-ნელა იფიქრონ ხელისუფლების გადაბარებაზე, როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ხალხი თუ გაბრაზდა უფრო საშიში იქნება ხელისუფლებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს დემოკრატიის სტანდარტების გვერდის ავლით ე.წ. რევანშს.

 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩას თქმით, ამ მოთხოვნების დატოვება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, ვინაიდან მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგაც კი ვერ მიიღწევა ის შედეგი რაც ხალხს სურს.

"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ. იმიტომ, რომ ეს მოთხოვნები, ჩემი აზრით, არასერიოზულია.

მოვუწოდებთ, რომ აქციის მონაწილეებმა შეცვალონ მოთხოვნები და გადმოვიდნენ იმ მოთხოვნებზე, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებთ, რაც არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, ხოლო მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ ამ ვადამდელ არჩევნებს აზრი ჰქონდეს. არსებული ბარიერი დავწიოთ და მაჟორიტარული სისტემა გავაუქმოთ, რაც დღევანდელი მოცემულობით გვაქვს კონსტიტუციაში,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები