15 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს - რაქვიაშვილი

დავით არახამია განცხადებას, სადაც უკრაინის რადაში პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერი ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება", ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და ამას არახამიას მხრიდან მეტად დასაბუთება და მტკიცებულებები წარმოდგენა სჭირდება.

ამასთან, "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციას ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს მოუწოდებს, რომ სთხოვონ მას მტკიცებულებები წარმოადგინოს.

"ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა - გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები