15 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
მგონი ყველა ხვდება, რომ ტექნიკურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდულია, რეალურად ამის დაკმაყოფილება წარმოუდგენელია-სარჯველაძე ოპოზიციის მოთხოვნებზე 

ოპოზიციას სურს კონფრონტაციის გაღრმავება და ქვეყანაში პოლარიზაციის შემოტანა, ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ხელისუფლების შეცვლის ერთ კვირიან ვადას, რომელიც ოპოზიციამ მმართველ გუნდს მისცა და რომლის ვადაც 24 ივნისს იწურება. "ოცნება" აცხადებს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეპოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სურს ანიტკონსტიტუციური პროცესები მონათლოს კონსტიტუციურად. მისივე თქმით ოპოზიცია აცდენილია იმ დღის წესრიგს რაც აქვ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას რეალურად არა პოლარიზაციის დასრულება, არამედ მისი გაღრმავება სურს. 

"მგონი ყველა ხვდება, რომ ტექნიკურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდულია, რეალურად ამის დაკმაყოფილება წარმოუდგენელია. ეს მიჩენს მოსაზრებას, რომ ამ ხალხის სურვილი არ არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ კონფრონტაციის გაღრმავება საიმისოდ, რომ პოლარიზების ხარისხის შემცირების რეალური პერსპექტივა არ გაჩნდეს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებებს არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნიათ

"ამ ადამიანებს კონსტრუქციის ნაცვლად აინტერესებს, როგორმე შეფუთონ რევოლუციური სცენარი, რადგან ისინი ხედავენ, რომ ლეგიტიმური გზით საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ მხარს არ უჭერთ და სტაბილურად ეს მხარდაჭერა აქვს "ქართულ ოცნებას","-აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები