ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის საკითხთან დაკავშირებით მერს იბარებს.
საკრებულოს დეპუტატების მტკიცებით, არასწორად დაპროექტებული პროექტის გამო ბაღის ტერიტორიის ნაწილს სადრენაჟო სისტემა არ გააჩნია, რის გამოც ასწლოვანი ხეები ნადგურდება.
ძლიერი წვიმის დროს კი ტერიტორია მუდმივად იტბორება.