"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ნორვეგიის ელჩებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
შალვა ნათელაშვილმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია "ლეიბორისტული პარტიის" ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში გამოცხადებული ბოიკოტის გამო, შეუწყდათ საბიუჯეტო დაფინანსება, რის გამოც პარტია მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.