15 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"რომ არ გამოაშკარავებულიყო, ეს ნავთობი ისე წავიდოდა დანიშნულების ადგილზე, როგორც დაგიბარებია"- ლევან ბეჟაშვილი ბათუმის პორტში შემოსულ გემზე

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შემოსვლა პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ რომ არ გამოაშკარავებულიყო ნავთობის ტანკერის შემოსვლა პორტში, ხელისუფლება დაუშვებდა სანქცირებული ტვირთის შემოტანას საქართველოში. 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს სანქცირებული ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. 

გემის ბათუმის პორტში შესვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიაში გავრცელდა, რასაც მალევე დავით არახამიას გამოხმაურება მოჰყვა. უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე "ტელეგრამში" წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება.

"როდესაც გამოაშკარავდება, რომ თურმე სანქცირებული ნავთობის ტანკერი შემოდის პორტში, ბუნებრივია, შემდეგ ხელისუფლება იტყვის, რომ მათ არ გაუციათ თანხმობა, მაგრამ რომ არ გამოაშკარავებულიყო, ეს ნავთობი ისე წავიდოდა დანიშნულების ადგილზე, როგორც დაგიბარებია, როგორც ხდებოდა სხვა ტვირთების შემთხვევაში, რომლის გამოაშკარავებაც ვერ მოხერხდა. მაშინ, როდესაც საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოდის ამხელა ტანკერი, სასაზღვრო სამსახურებია, რომლებიც ამოწმებს რამდენად დანიშნულების პორტია, რამდენად სანქცირებული ქვეყნიდან  მოდის ეს გემი და ა.შ.,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები