საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამგვარი ბრალდებების დროს აუცილებელია დამამტკიცებელი დოკუმენტი- ამ განცხადებით დეპუტატი გუშინ ბათუმში შემოსული ტანკერის წარმომავლობას ეხმიანება.
"ასეთი მძიმე ბრალდებების დროს აუცილებელია მტკიცებულება და ალბათ, უფრო მეტს მოვისმენთ, თუნდაც ამ გემთან დაკავშირებით, გამიხარდება თუ საქართველო არე არის შავი ხვრელი. როცა ასეთი განცხადებები კეთდება ამას სჭირდება მაღალი ხარისხის დოკუმენტური მტკიცებულება,"-აცხადებს პაატა მანგჯალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენედ ხდება, როცა არახამია რაღაც ისეთს ამბობს, რაზეც შემდეგ დამამტკიცებელი საბუთები არ მოაქვს, ამ ქმედებებით "ქართულ ოცნებას" ეხმარება კიდეც.
ბათუმის ნავსადგურზე ტანკერის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, რასაც მალევე გამოეხმაურა დავით არახამია და აღნიშნა, რომ საქართველო სანქცირებულ კომპანიებს ეხმარება სანქციებზე გვერდის ავლაში.