15 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები - საქართველო უკვე 5 თვეა ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს

საქართველო უკვე 5 თვეა ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს - ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და კაპიტალი გაზარდა. ამ წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 14 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. სპეციალისტების განმარტებით, ეკონომიკური მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდა ორ მთავარ ფაქტორს უკავშირდება - მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა და სტაბილური ეკონომიკა.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მაღალ მაჩვენებელსა და იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც ქვეყანა 5 თვეში ორნიშნა ზრდას ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების, უკრაინაში ომის ფონზე საქართველომ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება მოახერხა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ პროცენტული ზრდა რამდენიმე სექტორის მუშაობამ განაპირობა, მათ შორის არის ექსპორტი და ტურიზმის შემოსავლები. ლევან დავითაშვილის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

თუ ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მსგავსი ტემპით გაგრძელდა, ექსპერტების აზრით მომდევნო წლებში სიღარიბის მაჩვენებელი კლებას გააგრძელებს. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ამბობენ, რომ პროცენტულ ზრდაში მშვიდობიანმა გარემომ მთავარი როლი ითამაშა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 14 მილიარდ ლარზე მეტია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალურმა მატებამ 14.9% შეადგინა. საქსტატი განახლებულ მონაცემებს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები