15 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
სარჯველაძე "ოცნებიდან" 3 დეპუტატის წასვლაზე - "ოპონენტების თავდასხმა, რომ ეს "ოცნების" დესტრუქციული მოტივებით განხორციელებული ნაბიჯია, უსაფუძვლოა"

"ქართული ოცნებიდან" 3 წევრის წასვლის შესახებ პოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მმართველ პარტიაში აფასებენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ოპონენტების ეჭვები უსაფუძვლოა და პარტიაში დარჩენილსა და წასულ დეპუტატებს შორის განსხვავებული შეხედულებები მართლაც არსებობდა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს არის წინასწარ ჩაფიქრებული ნაბიჯი" ქართული ოცნების" მხრიდან, საფუძველს მოკლებულია.

"თავდასხმა ოპონენტების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დესტრუქციული მოტივებით განხორციელებული ნაბიჯი "ქართული ოცნების" მხრიდან, ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამის სურვილი რომ არსებულიყო, ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული შეხედულებაც არ იარსებებდა და ის გადაწყვეტილება, რაც სამმა ადამიანმა მიიღო, არ იარსებებდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს არის წინასწარ ჩაფიქრებული ნაბიჯი "ქართული ოცნების" მხრიდან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკა, რაც აქვს "ქართულ ოცნებას", არის სწორი, პრაგმატული. იმიტომ რომ, ერთის მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა,  დიპლომატიური პოლიტიკურ პროცესებში ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ასევე შიდა პოლიტიკურ წრეებთან. თუმცა, მათი ["ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების] ხედვები განსხვავდება ჩვენი ხედვებისგან მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ საკითხთან მიმართებაში,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები