ამ წუთებში მადრიდში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერებს სიტყვით უკვე მიმართეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მანამდე უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის გენერალური მდივნის შეხვედრა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ალიანსი შეიმუშავებს ნატოს სტრატეგიის ახალ კონცეფციას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთიანობას. მისივე თქმით, მეხუთე მუხლი ხელშეუხებელია და ალიანსი მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს. ბაიდენის თქმით, პუტინს სურდა ევროპის დასრულება, მაგრამ მიიღო მეტი ნატო ევროპაში.
"ეს სამიტი დიდ ისტორიას ქმნის, ჩვენ შევიმუშავებთ ნატოს სტრატეგიის ახალ კონცეფციას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ერთიანობას დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეული ინჩი. მეხუთე მუხლი ჩვენთვის ხელშეუხებელია. ამ სამიტზე ალიანსი მიესალმება ფინეთსა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს. ამ ქვეყნების შემოერთება ჩვენს ალიანსს გახდის უფრო ძლიერსა და დაცულს. ჩვენ ვაგზავნით უზარმაზარ გზავნილს, რომ ნატო არის მტკიცე, ძლიერი, ერთიანი.
შეერთებული შტატები დგას ნატოს გვერდზე კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით. მას შემდეგ რაც პუტინმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია, ჩვენ ნაბიჯები წინ უნდა გადავდგათ, ალიანსი ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. პუტინს სურდა ევროპის დასრულება მაგრამ მიიღო მეტი ნატო ევროპაში," - აცხადებს ბაიდენი.