15 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ჯინ შაჰინი

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს და ემანუელ მაკრონს შეხვდა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მადრიდის სამიტის ფარგლებში შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების პირველ პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ისტორიული სამიტის მეორე დღეს, სულ ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო ათი წლის გზამკვლევი - უსაფრთხოების კონცეფცია, ასევე მიღებულია ნატოს ქვეყნების ლიდერების დეკლარაცია. ორივე დოკუმენტში საუბარია საქართველოზე. ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, ასევე ამტკიცებს დახმარების ახალ პაკეტს.

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ მკაფიო. ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მომავალი. თუმცა როგორც ვიცით, არის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს. ასე რომ ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დელეგაციას ამ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს შეერთებული შტატების სენატში ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანას აქვს. ეს რეფორმებია ის, რაზეც ევროკავშირმა ისაუბრა რამდენიმე კვირის წინ: დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და პრესა, ინკლუზიური მონაწილეობა დემოკრატიაში," - აცხადებს შაჰინი.

სენატორი ტომ ტილისი ამბობს, რომ აშშ-ს სურს საქართველოს მხარდასაჭერად გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია.

"ეს ის საკითხებია, რასაც ვხედავთ იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ ნატოსა და ევროკავშირის ნაწილი გახდნენ. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და ეს ადვილი არ არის. მაგრამ ეს აუცილებელია ჩვენთვის რომ მხარი დაგიჭიროთ სამომავლოდ ნატოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები რომ განხორციელდეს, უნდა გაგრძელდეს რეფორმები პრესასთან, სასამართლოსთან დაკავშირდებით. გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი მხარდასაჭერად რაც შეგვიძლია," - ამბობს ტომ ტილისი.

დღის ამბები