პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი ანტიევროპული დამოკიდებულების არიან, სასაცილოა. მისი თქმით, ოპონენტების ნარატივი აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანტიევროპულობა დააბრალონ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები გავიდნენ გუნდიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კონვენტირება იქნებოდა ან დადასტურება ან უარყოფა, ან საერთოდ შინაარსში შესვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, შინაარსობრივად კომენტირებას არ ვაპირებ. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ სოზარ სუბარი ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი თითქოს არიან ან შეიძლება იყვნენ ანტიევროპულები. ეს სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის, არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, მთლიანად მთელი ოპონენტების კომუნიკაცია აწყობილია იმაზე, რომ დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას ანტიევროპულობა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.