"ევროპა არის ღირსეული ხელფასი" - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრმა" აქცია-პერფორმანსი გამართა. მათი მოთხოვნაა ხელახლა განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საქართველოში.
აქციას შეუერთდა "პარტია ხალხისთვის" ლიდერი ანა დილიძე, რომლის განმარტებითაც ევროპა არ არის მხოლოდ დემოკრატია ეს არის მატერიალური კეთილდღეობა.
"დღეს ძალიან ბევრი საუბარია ევროპაზე, როგორც დემოკრატიისა და წესრიგის წყაროზე, მაგრამ ჩვენ ვთვლით და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროპა ნიშნავს სიმდიდრეს და კეთილდღეობას, ევროპა ნიშნავს სამართლიან შრომის ანაზღაურებას," - აცხადებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.