15 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება" - რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, "ტვ პირველმა" იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა "სტანდარტად".

სხვათაშორის, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, "ტვ პირველს" კი არც შეუმჩნევია ძალადობის და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი.

ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა," - წერს ანრი იონათამიშვილი.

დღის ამბები