03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
3 შვილის დედამ თავი ჩამოიხრჩო

ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი. სოფელ სალიბაურში დატრიალებულ ტრაგედიას გარდაცვლილი გოგოს ოჯახი ზეწოლას უკავშირებს.

3 შვილის დედამ თავი ჩამოიხრჩო. 22 წლის მადონა დავითაძე ქმრის ოჯახის წევრებმა სახლის მეორე სართულზე საკუთარი ხალათის ქამრით დამხრჩვალი იპოვეს.

მადონა დავითაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ის ხუთი წლის წინ გათხოვდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მეუღლის ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიურ ტერორში იყო.

შარაშიძეების ოჯახში კონფლიქტის არსებობას მხოლოდ მადონა დავითაძის მაზლი ადასტურებს. თუმცა, გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, დაპირისპირება არა გარდაცვლილსა და მის ოჯახს შორის, არამედ მძახლებს შორის წლების წინ მიმდინარეობდა. საპირისპიროზე საუბრობენ დავითაძეები. მათი ინფორმაციით, სოფელ ქვედა სალიბაურში პოლიცია ჯერ კიდევ 2008 წელს, გოგონას გათხოვებიდან 2 წლის შემდეგ სწორედ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო იმყოფებოდა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით  არის დაწყებული.

 

დღის ამბები