03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
80 წლის მარიამ ჟუჟუნაძეს "ცოცხალი საუნჯის” სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიანიჭა

”ცოცხალი საუნჯის” სტატუსი მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მარიამ ჟუჟუნაძეს ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და ტრადიციული ცოდნის გადაცემისთვის.

ახალციხის რაიონში, სოფელ მუსხში მცხოვრები 80 წლის ქალი თითქმის ნახევარი საუკუნეა მესხურ ხალიჩებს ძველი ტრადიციებით ქსოვს. მარიამ ჟუჟუნაძეს მატყლისგან დამზადებული ძაფის შესაღებად ბუნებრივი საღებავების დამზადების თავისი რეცეპტებიც აქვს.

დღის ამბები