09 დეკემბერი 2024,   02:19
ვრცლად
"მსგავსი ტიპის საკითხი არ ყოფილა არც განხილული" - ბაჩო დოლიძე მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის ქართულიდან პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის გადაწყვეტილებას გამორიცხავენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და არც განხილული ყოფილა. 

"ჩემთვის გასაკვირია ეს განცხადება, თუ მართლაც მოხდა მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, მე ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არ გვინდა დატოვება სივრცეების სპეკულაციებისთვის, იმიტომ რომ მსგავსი არავითარი დამოკიდებულებაა, არც კომუნიკაცია. იცით, რომ პარტიის წევრები ჩვეულებრივად შედიან... მსგავსი ტიპის საკითხი არ ყოფილა არც განხილული, იმიტომ რომ დამიჯერეთ, პირველ რიგში ალბათ პოლიტიკური პარტია გააკეთებდა, ან ბატონი მიხეილი გააკეთებდა განცხადებას. ერთადერთი საკითხი, რაც ჩვენ გვადარდებს ამ ეტაპზე არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

 

დღის ამბები