08 მაისი 2024,   18:12
ვრცლად
უკანასკნელ გზაზე გაცილებული გმირები და ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის - გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულები დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს

ტრაგიკულად დაღუპული მაშველები და მფრინავები დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ზალპით მიაგო. დაკრძალვის ცერემონიამდე სამოქალაქო პანაშვიდი, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის შესასვლელთან საგანგებო სიტუაციების, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების, თავდაცის ძალების და საავიაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხალი დერეფანი მოაწყვეს და კოლეგებს ამ ფორმით გამოემშვიდობნენ. ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა კი დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათ გმირობის ისტორიები.

სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე შიომ აღავლინა,  წაიკითხეს პატრიარქის სამძიმრის წერილი. სამოქალაქო პანაშვიდზე გმირ მაშველებს პატივი მიაგო და ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. 

სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბაშვილმა სამაშველო ოპერაციის დროს გარდაცვლილები დააჯილდოვა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის"

თეთრი არაგვის ხეობაში დაღუპული 8 ადამიანიდან, 6 შსს თანამშრომელი იყო. შს მინისტრმა გომელაურმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი კიდევ ერთხელ პირადად გამოუცხადა.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით იმყოფებოდა. ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა.

მომხდარ ტრაგედიას და მაშველების გმირობას სამების საკათედრო ტაძარში დღეს პოლიტიკოსებიც იხსენებდნენ.

დღეს მძიმე დღე იყო დაღუპულების კოლეგებისთვისაც. მფრინავები, მაშველები და ექიმები მათთან ერთად ჩატარებულ არაერთ სამაშველო ოპერაციას და ადამიანების გადარჩენის სიხარულს იხსენებდნენ.

შსს მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით განსაკუთრებული დამსახურებითვის დაჯილდოვდნენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოჯახები მატერიალური დახმარების სახით 100 ათას ლარს მიიღებენ.

 

 

დღის ამბები