21 დეკემბერი 2024,   18:03
ვრცლად
მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის აღმოჩნდა მისაღები, რომ უმტრონ ქვეყანას - მიხეილ სარჯველაძე

ირაკლი ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს, რომელიც facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა, მმართველი გუნდის ლიდერები გამოეხმაუნენ

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებების ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაციაა და ოქრუაშვილის განცხადება შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

"მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის აღმოჩნდა მისაღები, რომ უმტრონ ქვეყანას. ეს რასაკვირველია არ შეიძლება. ცივილიზებულად მოქცევა უნდა შეგეძლოს, მათ შორის ტურისტთან, რომელიც შეიძლება არ გსიამოვნებდეს. შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნა არ გსიამოვნებდეს, მაგრამ თავს უფლება არ უნდა მისცეს ვინმეს მოუწოდო, ვინმეს ჩაძაღლებისკენ, ბოდიში ამ სიტყვებისთვის,"- აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები პროვოკაციულია.

"უნდა შეფასდეს საზოგადოების მხრიდან, როგორც პროვოკაცია. მე ვფიქრობ მისი ეს გამონათქვამები არ არის აზრის გამოხატვა. ეს არის მოწოდება, რომ მოხდეს ადამიანებზე თავდასხმა. სულ მცირე ეს დაბარებას და ახსნა-განმარტების ჩაბარებას მოითხოვს ამ განცხადებების გამო,"- აღნიშნავს ქადაგიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის თქმით კი, ენმ და მათი მოკავშირეები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.

"ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის პირდაპირი ნარატივი, რასაც ომის პარტია - ენმ ცდილობს. ანუ საქართველოს ომში ჩართვას,"- აცხადებს მიქანაძე.

დღის ამბები