21 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა- სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები.  არ გამორიცხავენ, რომ  მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

დღის ამბები