21 დეკემბერი 2024,   16:56
ვრცლად
2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია - ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

აფეთქება ერევნის სავაჭრო ცენტრში 13:23 წუთზე მოხდა. გამოძიებას ოფიციალური ვერსია ჯერჯერობთ არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რასაც შენობის ნგრევა მოჰყვა. ხანძარი მალევე გავრცელდა სხვა სავაჭრო ობიექტებზე. ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა 2 და დაშავდა 60 ადამიანი - მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების მომენტში ადგილზე ათეულობთ ადამიანი იყო შეკრებილი. ვარაუდობენ, რომ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებშია.

ადგილზე, ამ დრომდე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მიზეზი ისაა, რომ პიროტექნიკა პერიოდულად ფეთქდება და ცეცხლის ახალი კერები ჩნდება.

მობილიზებულები არიან სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევა იმდენად მასშტაბურია, რომ სამაშველო ოპერაციაში რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან.

დღის ამბები