03 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
"საავტომობილო კატასტროფების ჯაჭვი" თურქეთში - ორი მასშტაბური ავარია და 36 მსხვერპლი

"საავტომობილო კატასტროფების ჯაჭვი" თურქეთში - ორი ავარია ორ დღეში და 36 მსხვერპლი, მათ შორის ბავშვები. უახლესი ინციდენტი მარდინის პროვინციაში მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანას მუხრუჭებზე პრობლემა შეექმნა და მსუბუქ ავტომობილთან შეჯახებისას ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა მოგვიანებით, დაახლოებით 20 წუთში, იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთ სატვირთოს, მუხრუჭმა უმტყუნა და შემთხვევის ადგილზე მყოფ ხალხის მასაში შევარდა

დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ, მათგან 8 - ის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე დროულ გამოძიებას ითხოვს დემოკრატიული რეგიონების პარტიის წევრი სალიჰა აიდენიზი. მისი თქმით თურქეთში საავტომობილო ინციდენტებით გამოწვეული ხოცვა-ჟლეტვა უნდა დასრულდეს.

დროულ გამოძიებას ითხოვენ თურქეთის საგზაო და მართვის უსაფრთხოების სპეციალისტებიც. ექსპერტები ამბობენ რომ თურქეთში, ტრანსპორტირება ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორია, რაც კონკურენციას ზრდისი სევე, როგორც რისკებს. ერთ-ერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ისეთ ავტომობილები, რომელსაც დიდი რაოდენობის ტვირთი და ხალხი გადაჰყავს, მუდმივად უნდა მოწმდებოდეს.

თურქეთში სატრანსპორტო შემთხვევები ხშირია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების ნაკლებობაა.

ბოლო 24 საათში თურქეთის ტერიტორიაზე ავარიების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 გუშინ, გაზიანთეპის პროვინციაში.

მთავრობის ყოველწლიური ანგარიშით ირკვევა, რომ გასულ წელს, თურქეთში საგზაო ინციდენტით 5 362 ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: ომარ ბექაური

დღის ამბები