19 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"სულიერად არის მხნედ, ისევ ის სააკაშვილია შინაგანი შემართებით"-ვალერი გელბახიანმა დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

ვალერი გელბახიანმა დღეს კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად უცვლელია, აღენიშნება მაღალი წნევა და ტემპერატურა, ადვოკატის განმარტებით პირად საუბარში ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ექსპერტების დასკვნის დადებითობის იმედი აქვს. დღეს მიხეილ სააკაშვილს გიული ალასანიაც მოინახულებს.

"დღეს შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, წნევა არ შეინიშნებოდა, სიცხე ისევ აქვს, კვების ნაწილშიც სუსტად არის და ვერ იღებს ვერანაირ საკვებს. განწყობა მაღალი აქვს, სულიერად არის მხნედ, ისევ ის სააკაშვილია შინაგანი შემართებით,"-აცხადებს ვალერი გელბახიანი.

დღის ამბები