19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ტრაგედია თურქეთში - მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ტრაგედია თურქეთში - მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

დღის ამბები