19 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალვე ეყრება კენჭი

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. 18 ოქტომბერს კი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და ზედმიწევნით იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივის წარმოდგენა საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას ემსახურება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალვე ეყრება კენჭი.

დღის ამბები