19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
სენაკის სამშობიაროში ქალი გარდაიცვალა, ის პირველ შვილზე იყო ორსულად

სენაკის სამშობიარო კლინიკაში 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რაც შეეხება ახალშობილ ბიჭს, ის გადარჩა. როგორც ცნობილია, ქალი პირველ შვილზე იყო ორსულად.

წყარო "პრაიმტაიმი"

 

დღის ამბები