19 მაისი 2024,   20:42
ვრცლად
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

დაკავებულები პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

დღის ამბები