19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
"პუტინი წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაშია"- ჯო ბაიდენი 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია", რაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკ მოპყრობაში აისახება- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობაა, ასევე მცდელობაა, დააშინოს ისინი და აიძულოს კაპიტულაცია- ამას ისინი არ გააკეთებენ",- აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღის ამბები