19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის რიგით 57-ე პრემიერ-მინისტრი - ვინ არის რიში სუნაკი და რას ჰპირდება იგი ხალხს 

ლიზ ტრასის თვენახევრიანი მმართველობის შემდეგ, სუნაკი მოსახლეობას მეტ პასუხისმგებლობას ჰპირდება. ქვეყანაში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზეა, როგორ აპირებს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევას გაერთიანებული სამეფოს ახალი და ბოლო ორი საუკუნის განმვლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი, - ჯერ უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები ჯერჯერობით ოპტიმიზმს ინარჩუნებენ.

სუნაკის მიერ პროგრესის მიღწევას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციურ პარტიაში. დღეს ქვეყნის რიგით 57-ე პრემიერმა ლეიბორისტების კრიტიკას ახალ ამპლუაში პირველად მოუსმინა, სადაც ოპონენტების განხილვის საგანი მისი ქონებაც გახდა.

რიში სუნაკის გამარჯვება რომ ისტორიულია, ამას მისი წარმომავლობაც მოწმობს. სუნაკი პირველი აზიელი პრემიერია, რომელმაც დაუნინგ სტრიტზე მთვარობის კაბინეტი ჩაიბარა. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში გაერთიანებული სამეფოს ლიდერის პოსტს იკავებს ადამიანი, რომლის ქონებაც ბრიტანეთის მონარქზე 2-ჯერ მეტია. მისი ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს. პრემიერი რამდენიმე სახლს კალიფორნიაშიც ფლობს.

წლების განმავლობაში სუნაკი ყველაზე მდიდარ პარლამენტარად ითვლებოდა. მისი ოჯახი ბრიტანეთში 1960 წელს ჩავიდა. ის პოლიტიკაში მოსვლამდე ანალიტიკოსი იყო. დაამთავრა ოქსფორდის და სტენფორდის უნივერსიტეტები. სწორედ სტენფორდში გაიცნო მისი მილიარდერი მეუღლე, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. ცნობილია რომ მისი მეუღლის მამა, ნარაიანა მურთი, ინდოეთში უმსხვილესი IT კომპანიის მფლობელია.

ბრიტანეთის 57-ე პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრად 2015 წელს აირჩიეს, ის კამპანიას უწევდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმს. რიში სუნაკის სერიოზული პოლიტიკური კარიერა სწორედ ბორის ჯონსონის პრემიერობისას დაიწყო, როდესაც 2019 წელს ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. სუნაკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრის კაბინეტი დატოვა. რასაც მინისტრების გადადგომების სერია მოჰყვა, რაც ჯონსონის წასვლით დასრულდა.

დღის ამბები