19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ომის 248-ე დღე - საოკუპაციო ძალამ უკრაინაში მხოლოდ დღეს რამდენიმე ოლქი დაბომბა

ომის მეცხრე თვე და უცვლელი ფრონტის ხაზი. ოფიცრები, მედიკოსები, სერჟანტები, ჯარისკაცები და რიგითი მოქალაქეები - ჯამში 52 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა. 

გათავისუფლებულთა შორის "აზოვის" პოლკის ორი მებრძოლი და კუნძულ ზმეინის მეზღვაურია. ტყვეთა მორიგი გაცვლის პარალელურად, უკრაინის მიწაზე რუსული ტერორი ისევ გრძელდება. საოკუპაციო ძალამ მხოლოდ დღეს რამდენიმე ოლქი დაბომბა. აფეთქებების ხმა გაისმა ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეშიც.

დილიდან რუსული მხარე ავრცელებდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელეს შავი ზღვის ფლოტზე და რომელმაც რამდენიმე ხომალდი დააზიანა. რუსეთი ამ თავდასხმაში უკრაინასთან ერთად ლონდონსაც ადანაშაულებდა, თუმცა ბრიტანეთი ამ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობას გაურკვეველი ვადით წყვეტს.

რაც შეეხება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულებას, 300 ათასი რეზერვისტიდან 82 ათასი უკვე ბრძოლის ველზე გადაისროლეს. ჯარისკაცთა გაზრდილი რაოდენობისა და საცეცხლე უპირატესობის მიუხედავად, ოფიციალურ კიევში აცხადებენ, რომ მტერი წარმატებას ვერ აღწევს. 

დღის ამბები