19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ერაყში, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა 20-ზე მეტი კი დაშავდა

აფეთქების შედეგად ერაყში 10 ადამიანი დაიღუპა 20-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული. მის ამოქმედებას ბუნებრივი აირის ავზის აფეთქება მოჰყვა.

შემთხვევა ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის არ აუღია. ფაქტის გამოძიება დაწყებულია.

დღის ამბები