ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. საუბარია "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის ბრალდებაზე, რომლის ფარგლებშიც ნიკა გვარამიას პირველმა ინსტანციამ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. კახაბერ დამენიას 50 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.
ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელი ე.წ. პორშეს ეპიზოდზე განესაზღვრა. მას ბრალდება ტელეკომპანიის საკუთრების პირადი მიზნით გამოყენებას ედავება.
შეიცვლება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტს.