26 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის... ძალიან ცდილობს, მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს - ეკა ხერხეულიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

ამასთან, ხერხეულიძე ამბობს, რომ ზონდით კვება ვერ მოხდება პაციენტის ნების წინააღმდეგ, ეს არის მისი უფლებების დარღვევა.

"მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია - ეს მას არ შეუძლია. და ეს იცის ყველა ექიმმა, ვისაც მასთან შეხება აქვს.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დღის ამბები