19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
აშშ-ში ხარაჩოების ჩამონგრევის გამო სამი მუშა დაიღუპა

სამი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტის დროს ამერიკის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ხარაჩოების ჩამონგრევამ გამოიწვია. შედეგად თანამშრომლები 21 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე ყველა სამუშაო შეჩერებულია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები