19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტად გრძელდება- ოკუპანტებმა შეტევა ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს 

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტად გრძელდება - ქვეყნის ხელოვნების ეროვნულმა სასახლემ კიევის ცენტრში რაკეტების ჩამოყრის ვიდეო დაპოსტა, რომელიც 31 დეკემბერს სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.

ხელოვნების სასახლის "ფეისბუქზე" დაწერეს, რომ მტრის რაკეტამ სერიოზულად დააზიანა შენობა, თუმცა, საბედნიეროდ, აუდიტორია ხელშეუხებელი დარჩა. გასული დღის განმავლობაში მტერმა ასზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს.

თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა, დაიბომბა ქალაქი კრამატორსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. მშვიდობიან მოქალაქეებში არის მსხვერპლი. უკრაინული მედია მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას რუსების მიერ ზაპოროჟიეს გარეუბნის დაბომბვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შეტევა ატომური ელექტროსადგურის მახლობლად განხორციელდა.

გვიან ღამით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლშიც აფეთქებების ხმა ისმოდა.

დღის ამბები