19 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
ტერორისტები უნდა დამარცხდნენ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი უნდა იყოს, ეს იქნება რუსეთის საბოლოო მარცხი - ზელენსკი

ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ამობილიზებს მათ, ვისი მოკვლაც სურს, უკრაინა კი ცივილიზებული სამყაროს სიცოცხლისთვის აერთიანებს.

"ეს წელი დავიწყეთ იმით, რაც ტერორისტული სახელმწიფოს მიერ მომზადებული ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება - ახლა ის მომენტია, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა.

ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონ-პატრონები გადაისვრიან ყველაფერს, რაც მათ დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ იმისთვის, რომ შეეცადონ ომში სიტუაციის შებრუნებას და დამარცხების თუნდაც გადადებას.

ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ამისთვის ვემზადებით. ტერორისტები უნდა დამარცხდნენ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი უნდა იყოს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები