19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
პაპ ბენედიქტ XVI-ს დღეს დაკრძალავენ - ყოფილ პონტიფიკოსს პატივი უკვე 200 000-მა ადამიანმა მიაგო

პაპ ბენედიქტ XVI-ს დღეს დაკრძალავენ. პროცესიას, რომის მოქმედი პაპი ფრანცისკე ხელმძღვანელობს. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 220 წლის განმავლობაში, როდესაც მოქმედი პაპი მისი წინამორბედის დაკრძალვას უძღვება.

ყოფილ პონტიფიკოსს პატივი უკვე 200 ათასმა ადამიანმა მიაგო. წმინდა პეტრეს მოედანზე, დაკრძალვაზე ათი ათასობით ადამიანს ელოდებიან, მათ შორის ბელგიის მეფეს, ესპანეთის დედოფალს, პოლონეთისა და უნგრეთის ლიდერებს.

პაპ ბენედიქტ XVI-ს ბაზილიკის აკლდამაში დაკრძალავენ. მთელ იტალიაში საზოგადოებრივ შენობებზე დაშვებული იქნება დროშები. ბენედიქტე პირველი პაპი იყო ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში, რომელიც თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო საკუთარი სურვილით გადადგა.

 

დღის ამბები