19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" გამოცხადების მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" გამოცხადების მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე "საშობაო ზავი" უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

დღის ამბები