19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40% დანაღმულია

უკრაინაში ოკუპანტებმა გვიან ღამით, ქალაქი ნიკოპოლი და ჩერვონოგრიგოვკა დაბომბეს, გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსულმა ჯარმა, გასული დღის განმავლობაში, სუმის ოლქზე იერიში 144-ჯერ მიიტანა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სკოლა და ადგილობრივი ფერმა, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის თავდაცვის უწყების მონაცემებით, "საკმაოდ რთულია" ვითარება ქალაქ სოლედარში, რომელიც ომის ცხელ წერტილთან ბახმუტთან მდებარეობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის დაახლოებით 40% დანაღმულია.

დღის ამბები