19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტებმა 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტებმა 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს. ადგილობრივი ოფიციალური პირებისა და მოსახლეობის ინფორმაციით, ხილის საკრეფად წასული 40-მდე ქალი ქალაქ არბინდადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში გაიტაცეს, 20-მდე ქალი კი მომდევნო დღეს - ქალაქის ჩრდილოეთით.

გატაცებულების ადგილმდებარეობის დასადდგენად ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე გატაცებულმა გაქცევა და თავიანთ სოფლებში დაბრუნება უკვე მოახერხა.

დღის ამბები