19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრანის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა - ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

ალექსეი არესტოვიჩი ასევე აქვეყნებს თავად განცხადების ფოტოსაც.

"დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მინდა გაჩვენოთ ცივილური საქციელის მაგალითი:

პრინციპული შეცდომა, ე.ი. გადადექი," - წერს არესტოვიჩი საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. ერთ-ერთი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე პარლამენტარმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებებში სახელმწიფო ღალატის ნიშნები იკვეთება.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ ბოდიში მოიხადა თავად არესტოვიჩმა, რომელმაც მის სიტყვებს იმის შესახებ, რომ დნიპროში რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შედეგად აფეთქდა, სერიოზული შეცდომა უწოდა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომლებსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხოთ," - განაცხადა არესტოვიჩმა.

Нет описания.

დღის ამბები