19 მაისი 2024,   20:42
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომში დადგა გარდამტეხი მომენტი, უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება - ლოიდ ოსტინი

რუსეთ-უკრაინის ომში დადგა გარდამტეხი მომენტი - ამის შესახებ რამშტაინის შეხვედრის გახსნისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა. ლოიდ ოსტინმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო პაკეტით დაეხმარება.

"ყველა წუხს კიევის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის. მინდა მივუსამძიმრო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, საშინელ თავდასხმებს. დახოცეს მრავალი უდანაშაულო უკრაინელი. ჩვენ ვნახეთ რუსეთის რჩეული ომის სისასტიკე სულ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნიპროშიც. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, რის შედეგადაც სულ მცირე 46 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო აშშ-ს კიდევ ერთი დახმარების შესახებ. უსაფრთხოების დახმარების ეს ახალი პაკეტი 2,5 მილიარდ დოლარამდეა და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ჩვენი ახალი პაკეტი უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი ქალაქები და ცა. რუსეთ-უკრაინის ომში დადგა გარდამტეხი მომენტი და საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება,"-  აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

დღის ამბები