17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
მშვიდობის ხიდზე თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიან აქციას მართავენ

მშვიდობის ხიდზე ამ წუთებში თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიან აქციას მართავენ.

დემონსტრანტების თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი რუსეთის აგრესიის კიდევ ერთხელ დაგმობა და იმ ქვეყნებისთვის მადლობის გადახდაა, რომლებიც ოკუპირებულ ქვეყანას სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან. მათივე განმარტევით, უკრაინა ჯერ კიდევ ომშია და მსოფლიომ არ უნდა შეწყვიტოს ქვეყნისთვის დახმარების მიწოდება.

დემონსტრანტებმა აქციის მსვლელობისას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვი გააკეთეს.

დღის ამბები